ტიბო კურტუა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს 2028 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT

21:26, 12.10.2026

ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს 2028 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. კლუბი კურტუას მსოფლიო დონის მეკარედ თვლის.

ამჟამინდელი კონტრაქტი ფეხბურთელს „რეალთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

34 წლის ბელგიელი მსოფლიო ფეხბურთის გრანდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან 342 მატჩი ჩაატარა, ორჯერ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ხოლო სამჯერ – ლა ლიგა.

მსგავსი