ტიბო კურტუა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება #1TVSPORT
ტიბო კურტუა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ ხანგრძლივის პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა, – იუწყება „მარკა“.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ბელგიელი მეკარე გუნდის დახმარებას უკვე აპრილის პირველი რიცხვებიდან შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ კურტუამ ახალის სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჯვარედინი მყესის ტრავმა მიიღო და მოედანზე მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

„რეალის“ შემადგენლობაში ბელგიელმა სულ 230 მატჩი გამართა, გაუშვა 219 გოლი და კარი „მშრალად“ 91 შეხვედრაში შეინახა.