ტიბო კურტუა ფორმულაში საკუთარ სარბოლო გუნდს ქმნის #1TVSPORT
ტიბო კურტუა ფორმულაში საკუთარ სარბოლო გუნდს ქმნის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავური მეკარე ტიბო კურტუა საკუთარ სარბოლო პროექტის დაწყებას აპირებს.

გუნდმა, რომელსაც TC Racing ერქმევა, 2024 წლიდან უნდა იასპარეზოს ესპანეთის ფორმულა 4-ში, – იტყობინება გაზეთი As-ი. კურტუამ გუნდში მრჩევლად მიიწვია ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რობერტო მერი.

ბელგიის ნაკრების მეკარე ავტოსპორტის დიდი თაყვანისმცემელია. კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის დროს კურტუა მონაწილეობას იღებდა ვირტუალურ გრანპრიებში ფორმულა 1-ის პილოტებთან ერთად.