ტიბო კურტუა – ესპანეთთან თამაშის გაგრძელება შემეძლო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ მედიასთან ისაუბრა.
როგორც კურტუამ აღნიშნა, კუნთის არეში ტკივილის მიუხედავად, თამაშის გაგრძელება შეეძლო, თუმცა მწვრთნელმა 71-ე წუთზე მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. კარში სენე ლამენსი ჩადგა, რომელმაც მატჩის მიწურულს შეცდომა დაუშვა, რასაც მიკელ მერინოს გოლი მოჰყვა.
„კუნთის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, თუმცა კარში დგომა არ მიჭირდა და თამაშს ჩვეულებრივად გავაგრძელებდი. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბურთის შორს დარტყმას ვეღარ ვახერხებდი. საბოლოო ჯამში, ჩემი შეცვლის გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა მიიღო. ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან გუნდის ინტერესები ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კურტუამ.