„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ მათგან დოკუმენტაციის ამოღებაზე ინფორმაცია არ აქვთ
„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ მათგან დოკუმენტაციის ამოღებაზე ინფორმაცია არ აქვთ

„თიბისი ბანკში“ მათგან გარკვეული დოკუმენტაციის ამოღების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც პირველ არხს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ვერც მიმდინარე გამოძიების შესახებ გააკეთებენ კომენტარს.

კითხვაზე, რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და წაღებულია თუ არა დოკუმენტაცია, პრესსამსახურში აცხადებენ: „ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მით უმეტეს, თუ პროკურატურამ რაღაც წაიღო და თვითონ არ ავრცელებს ინფორმაციას დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით“.

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია. პირველი არხისთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.