ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 16 ადამიანი

01:37, 23.10.2026

ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 22:33 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 16 ადამიანი, 32 კი დაშავდა.

მიწისძვრის შედეგად ქალაქ ნაგჩუში ასობით სახლი დაზიანდა და დაინგრა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის, CCTV-ს ინფორმაციით, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

მსგავსი