ტიაგო სილვამ, შესაძლოა, კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს

17:30, 19.06.2020

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ფიორენტინა” განიხილავს ბრაზილიელი მცველის ტიაგო სილვას ტრანსფერის შესაძლებლობას.

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას 35 წლის ფეხბურთელად და სილვა პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ტიაგო სილვაზე სხვა პრეტენდენტებს შორის არის „ევერტონი“. ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ პსჟ-დან წასვლის შემდეგ, კვლავაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება.

„ფიორენტინას“ სასარგებლოდ დამატებითი ფაქტორი შეიძლება გახდეს ის, რომ სილვას აქვს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება – 2009-12 წლებში „მილანის“ რიგებში გამოდიოდა. ამ გუნდში ბრაზილიელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

მსგავსი