ტიაგო სილვამ „ჩელსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
ტიაგო სილვამ „ჩელსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ, შესაძლოა, „ჩელსიში“ გააგრძელოს კარიერა.

როგორც ირკვევა, მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტი, რომელიც ორი წელი იქნება ძალაში. მოსალაპარაკებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი.

35 წლის ბრაზილიელი უკვე შეხვდა ლონდონური კლუბის მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლემპარდს.

უკვე რამდენიმე თვეა ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი ბრაზილიელთან. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბოლო მატჩი იყო ტიაგო სილვასთვის პარიზული კლუბის რიგებში. ის „ჩელსიში“ თავისუფალი აგენტის რანგში გადადის.

გასულ სეზონში ტიაგო სილვამ 35 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

მცველი 2012 წლიდან თამაშობდა პსჟ-ში. ამ გუნდთან ერთად შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ხუთჯერ მოიგო ქვეყნის თასი.