ტიაგო სილვა - ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს
ტიაგო სილვა - ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს

„ჩელსის“ მცველმა, ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებას და ოცნებობს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარება.

„ჩელსი“ სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად გამოვდიოდე, – მოჰყავს ბრაზილიელი ლეგიონერის სიტყვები ლონდონური კლუბის პრესსამსახურს. – მე გავაგრძელებ თავდაუზოგავ შრომას, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდე. ეს მსოფლიო ჩემპიონატი იქნება გამორჩეული და განსხვავებული თავისი წინამორბედებისგან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენა უჩემოდ არ ჩაივლის. ამისთვის კი საკლუბო და სანაკრებო დონეზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლო. ბევრს საუბრობენ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ იქ მოსახვედრად, ჯერ საკვალიფიკაციო მატჩების მოგება არის საჭირო“.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა 2021 წელს კოპა ამერიკაზე უნდა იასპარეზოს, სადაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების მთავარი მწვრთნელი სათადარიგო მოთამაშეებზე გააკეთებს არჩევანს.