ტიაგო სილვა და კავანი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან
ტიაგო სილვა და კავანი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან

ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა და ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი მზად არიან, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გარკვეული ხნით დარჩნენ „პარი სენ-ჟერმენში“ და ამ გუნდს  ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დაეხმარონ, აგრეთვე, საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის ლიგის თასის ფინალებში.

რამდენიმე დღის წინ, პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გამოაცხადა, რომ 35 წლის ტიაგო სილვა და 33 წლის კავანი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებენ გუნდს. მათ კონტრაქტების ვადა 30 ივნისს იწურება. ამასთან, პარიზულმა კლუბმა გამოთქვა იმედი, რომ ფეხბურთელებს აგვისტოს ბოლომდე შეინარჩუნებს.

ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში უნდა განახლდეს ახალი ფორმატით – ე. წ. „რვათა ფინალი“ გაიმართება პორტუალიის დედაქალაქ ლისაბონში. ასევე, აგვისტოში, „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ფინალში შეხვდება „სენტ ეტიენს”, ლიგის თასის ფინალში – „ლიონს“.