ტიაგო სილვა ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს
ტიაგო სილვა ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა დატოვებს პარიზულ კლუბს 2019-20 წლების სეზონის შემდეგ. ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“. წყაროს ცნობით, პარიზელთა სპორტული დირექტორი დაუკავშირდა სილვასა და მის აგენტს და აცნობა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ბრაზილიელთან ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება. სილვა 35 წლისაა და „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობს. ის ამ კლუბში „მილანიდან“ გადავიდა. პარიზელთა რიგებში მცველი ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.