ტიაგო მოტა - ტურინის „იუვენტუსის“ კრიტიკა დამსახურებულია #1TVSPORT
ტიაგო მოტა - ტურინის „იუვენტუსის“ კრიტიკა დამსახურებულია #1TVSPORT

სერია A-ში ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა. იტალიური ფეხბურთის გრანდმა ბოლოადგილოსანი „ვენეცია“ ვერ დაამარცხა – 2:2.

მიმდინარე სეზონში „იუვენტუსისთვის“ სერია A-ში ეს მე-10 ფრედ დასრულებული შეხვედრა იყო (16 თამაში სეზონში). ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ გააკეთა.

„„ვენეციამ“ თავი კარგად დაიცვა, თუმცა ჩვენ უკეთ მოქმედება გვმართებდა. არ შეიძლება, შედეგით და თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვიყოთ. ბოლო პერიოდში სრულიად განსხვავებული შეხვედრები ჩავატარეთ, რისი ახსნაც არ არსებობს. ვფიქრობ, კრიტიკა დამსახურებულია“, – განაცხადა მოტამ.

ამჟამად ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ ცხრა ქულით ჩამორჩება.