ტიაგო მოტა შეიძლება „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვონ, მანჩინი შემცვლელად სახელდება #1TVSPORT

00:47, 14.03.2025

იტალიელი სპეციალისტი ტიაგო მოტა, შესაძლოა, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ. ეს მოხდება სერია A-ს უახლოეს ტურში „ფიორენტინასთან“ გასვლით მატჩში უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. თამაში 16 მარტს გაიმართება.

წყაროს ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს როგორც დროებითი, ასევე მუდმივი მწვრთნელის დანიშვნის შესაძლებლობას.

დროებით მწვრთნელად სახელდება „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი ფრანჩესკო მანიანელი, ხოლო ტიაგო მოტას სრულფასოვან შემცვლელად მოიაზრება რობერტო მანჩინი, რომელთანაც ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაამყარა კონტაქტი.

60 წლის მანჩინის ბოლო სამუშაო ადგილი იყო საუდის არაბეთის ნაკრები, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში გაანთავისუფლეს.

მსგავსი