ტიაგო მოტა - „ნაპოლი“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის #1TVSPORT
ტიაგო მოტა - „ნაპოლი“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის #1TVSPORT

კვირას, სერია A-ს მე-10 ტურში „ნაპოლისთან“ მატჩის წინ, „ბოლონიას“ მწვრთნელი ტიაგო მოტა მედიას შეხვდა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია და მისი შთამბეჭდავი წარმატებები მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს არ განაპიორბებს.

„ახლა „ნაპოლი“ კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს გუნდი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის. „ნაპოლი“ ძალიან საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, მაგრამ თითოეულ თამაშს თავისი ისტორია აქვს და ამიტომ წარსულში მომხდარს ყურადღებას არ ვაქცევ.

ვცდილობ, დღევანდელზე გავამახვილო ყურადღება. „ნაპოლის“ კიდევ ერთხელ დავუპირისპირდებით. ჩვენ ვაპირებთ ამ თამაშს ისევე მივუდგეთ, როგორც ყველა წინა მატჩებს. შევეცდებით, საინტერესო სტრატეგია შევიმუშაოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან თამაშში გამოვიყენოთ“, – აცხადებს ტიაგო მოტა.

ტიაგო მოტა ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონას“ წევრი იყო (2001-2007). ასევე უთამაშია მადრიდის „ატლეტიკოში“, „ჯენოაში“, „ინტერსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. მას უნიკალური კარიერა ჰქონდა, რადგან ითამაშა ჯერ ბრაზილიის ნაკრებში (2 მატჩი), 2011 წლიდან კი იტალიის ეროვნული გუნდის ფორმა მოირგო, რადგან ბრაზილიის ნაკრებში ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული.