ტიაგო ალკანტარას ორი კვირა გაუცდება
ტიაგო ალკანტარას ორი კვირა გაუცდება

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მინდორზე პრემიერლიგის მეხუთე ტურისთვის უნდა დაბრუნდეს, რომელშიც იურგენ კლოპის გუნდი „ევერტონს“ შეხვდება. მატჩი 17 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

29 წლის ესპანელი ფეხბურთელი იძულებული იყო ორშაბათს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეტოვებინა „არსენალთან“ პრემიერლიგის მატჩი.

„სანაკრებო მატჩების შემდეგ, ის ნამდვილად მწყობრში იქნება”, – განაცხადა კლოპმა.

ასე რომ, ტიაგო ვერ დაეხმარება თავის გუნდს „არსენალის“ წინააღმდეგ ლიგის თასზე (1 ოქტომბერი), აგრეთვე, პრემიერლიგაში „ასტონ ვილასთან“ (4 ოქტომბერი).