ტიაგო ალკანტარამ „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელება გადაიფიქრა
ტიაგო ალკანტარამ „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელება გადაიფიქრა

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ დათანხმდა, იუწყება ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალური ქსელის საშუალებით.

29 წლის ფეხბურთელმა ახალი შეთანხმების დეტალები მიუნხენურ კლუბთან ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში შეათანხმა, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა. „ბაიერნში“ თვლიან, რომ ტიაგოს წასვლა სურს და, გავრცელებული ხმების მიხედვით, ფეხბურთელის მიზანი „ლივერპულში“ გადასვლაა.

ტიაგო ალკანტარა „ბარსელონას“ აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2008-13 წლებში იცავდა, რის შემდეგაც „ბაიერნში“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ტიაგომ 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.