ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა 
ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა 

ესპანელმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვება და „ლივერპულში“ გადაბარგება, ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც მას კარიერის განმავლობაში მიუღია.

„მე გადავწყვიტე ამ საოცარ კლუბში თავი დამეხურა. გუნდი, სადაც მე გავიზარდე და განვვითარდი ბოლო 7 წლის განმავლობაში.

გამარჯვებები, წარმატებები, სასიხარულო მომენტები და რა თქმა უნდა, რთული დრო. მაგრამ ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ როცა ჩამოვედი, ვიყავი ახალგაზრდა ოცნებებით სავსე ადამიანი, რომელიც მიდის სრულიად სავსე კლუბის ისტორიით, ფილოსოფიით, ენითა და კულტურით.

აქ მე ვისწავლე ტრადიციის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვემშვიდობები და არასდროს დავივიწყებ.

ჩემი გადაწყვეტილება არის ბოლომდე სპორტთან დაკავშირებული. როგორც ფეხბურთელს, განვითარებისთვის მჭირდებოდა ახალი გამოწვევები.“

მიმართავს წერილის საშუალებით ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ გულშემატკივრებს.

დატოვე კომენტარი