ტი ჯეი დილაშოუს დისკვალიფიკაციის შემდეგ, ქამრისთვის ბრძოლა სურს
ტი ჯეი დილაშოუს დისკვალიფიკაციის შემდეგ, ქამრისთვის ბრძოლა სურს

ტი ჯეი დილაშოუ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 2019 წლის იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს ამერიკელი ქვემსუბუქი წონის (bantamweight) ტიტულისთვის ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, დილაშოუს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და ანტისადოპინგო კომისიამ მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

MMA Junkie-ისთან მიცემულ ინტერვიუში ტი ჯეიმ აღნიშნა, რომ ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ, ის პირდპაირ სატიტული ბრძოლას მიიღებს და ქამრისთვის იბრძოლებს.

„მე UFC-იმ შემატყობინა, რომ დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ტიტულისთვის ვიბრძოლებ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მე დავუშვი შეცდომა, ამჟამად მე არ ვიმსახურებ არანაირ გარანტიებს, თუმცა, რა თქმა თუ ჩემზე იქნება არჩევანი დამოკიდებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა სატიტულო ბრძოლა არის პრიორიტეტული ან ტოპ 5-ის რომელიმე მებრძოლი“.