The Times – „არსენალი“ ხუალიან ალვარესის ტრანსფერზე წინადადებას ამზადებს #1TVSPORT

15:32, 25.07.2026

ლონდონის „არსენალი“ მუშაობას იწყება „ატლეტიკოდან“ ფორვარდ ხულიან ალვარესის გადაბირებაზე, – წერს გაზეთი The Times.

ინგლისის ჩემპიონის გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დაელოდებიან, სანამ მოთამაშე უარს იტყვის „ბარსელონაში“ გადასვლაზე და შემდეგ წარუდგენენ მას საკუთარი პირობებს, რომელიც უნდა მოეწონოს „ატლეტიკოსა“ და თავად თავდამსხმელსაც.

აღნიშნავენ, რომ „არსენალი“ კვლავინდებურად იმედოვნებს, რომ „ატლეტიკო“ გააგრძელებს ალვარესის ტრანსფერის ბლოკირებას „ბარსელონაში“. ამ სიტუაციაში ბევრი რამ თავად არგენტინელ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

უფრო ადრე ალვარესი არ იყო ესპანეთში დარჩენის წინააღმდეგი, სადაც მის მიმართ დაინტერესებას იჩენდნენ „ბარსელონა“ და „რეალი“, მაგრამ „ატლეტიკო“ არ აპირებს პირდაპირი კონკურენტების გაძლიერებას. გარდა ამისა. ფეხბურთელის გადაბირება ასევე სურს „პარი სენ-ჟერმენს“.

„ატლეტიკომ“ 2024 წელს 75 მილიონ ევროდ შეიძინა ალვარესი „მანჩესტერ სიტიდან“. გასულ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი