The Sun – ჯეკ გრილიში „ნაპოლის“ აინტერესებს #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ დაინტერესებას იჩენს „მანჩესტერ სიტის“ 29 წლის გარემარბის ჯეკ გრილიშის მიმართ. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Sun.
წყაროს ცნობით, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინგლისელი ფეხბურთელის თამაშის დიდი თაყვანისმცემელია და მიაჩნია, რომ გრილიშს შეუძლია გახდეს „ნაპოლის“ ვარსკვლავი. აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელიც მზად არის გადავიდეს „ნაპოლიში“.
ამ სეზონში გრილიშმა ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.