The New York Times-Siena College​-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ „დემოკრატთა“ 64 პროცენტი 2024 წლის არჩევნებზე არა ჯო ბაიდენს, არამედ სხვა კანდიდატს მიანიჭებდა უპირატესობას

20:56, 12.07.2022

მედიის ცნობით, „დემოკრატების“ უმრავლესობას არ სურს, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატი იყოს. The New York Times-Siena College​-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულ „დემოკრატთა“ 64-მა პროცენტმა თქვა, რომ სხვა კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას.

„დემოკრატების“ 26-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ დაუჭერენ მხარს ბაიდენს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. კითხვაზე, თუ რატომ დაუჭერდნენ მხარს ახალ კანდიდატს, „დემოკრატთა“ 33-მა პროცენტმა დაასახელა ასაკი, როგორც მთავარი მიზეზი; 32-მა პროცენტმა თქვა სამუშაოს შესრულება; 12-მა პროცენტმა თქვა, რომ უპირატესობას ანიჭებს ახალ კანდიდატს და 10-მა პროცენტმა თქვა, რომ ბაიდენი საკმარისად პროგრესული არ არის.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, აშშ-ი არასწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. გამოკითხულთა 44-მა პროცენტმა თქვა, რომ ხმას ბაიდენს მისცემდა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს; ხოლო გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა თქვა, რომ ხმას მისცემდა ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს, თუ ის 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა. ჯო ბაიდენის რეიტინგი 33 პროცენტამდე შემცირდა.

მსგავსი