The Guardian-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლონდონური კლუბი დატოვოს #1TVSPORT
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დატოვოს ლონდონური კლუბი, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი არ უხელმძღვანელებს გუნდს კვირას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში. იტყობინებიან, რომ მარესკას სურს „ჩელსის“ დატოვება, მაგრამ არ არის ცნობილი, მზად არის თუ არა ის წავიდეს კომპენსაციის გარეშე. მარესკას კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
„ჩელსიმ“ ბოლო ცხრა მატჩში ყველა ტურნირზე მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. პრემიერლიგაში გუნდი 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება.
იტყობინებიან, რომ მარესკა ძალიან უკმაყოფილოა „ჩელსის“ პროექტის რამდენიმე ასპექტით, რაც ზღუდავს მის დამოუკიდებლობას.
ბოლო მატჩში „ბორნმუთთან“ ფრეს შემდეგ, მწვრთნელმა უარი თქვა პრესასთან ურთიერთობაზე. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ იტალიელმა შეუძლოდ იგრძნო თავი, მაგრამ ჟურნალისტების ინფორმაციით, მარესკა ჯანმრთელი იყო და მან ამ ნაბიჯით პროტესტი გამოხატა კლუბში არსებული სიტუაციის გამო. შეხვედრის განმავლობაშ ისმოდა სტვენა მწვრთნელის მისამართით საკუთარი გულშემატკივრების მხრიდან.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მზად იყო მარესკასთვის მიეცა დრო იანვრის ბოლომდე, რათა მას სიტუაცია გამოესწორებინა.