თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უახლესი პაკეტი საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო და მცირე იარაღის საბრძოლო მასალას, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოიცავს. თუმცა, შესაძლოა, ეს ბოლო სამხედრო დახმარება იყოს უკრაინისთვის, თუ კონგრესი არ დაამტკიცებს ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 20 ოქტომბერს წარუდგინა კონგრესს.