თეთრი სახლის პრესმდივნის პასუხი კითხვაზე, მიანიჭებს თუ არა აშშ ლტოლვილის სტატუსს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან - აშშ საკითხს განიხილავს ინდივიდუალურად, განურჩევლად განმცხადებლის ეროვნებისა

აშშ თავშესაფრის მინიჭების საკითხს განიხილავს ინდივიდუალური წესით, განურჩევლად განმცხადებლის ეროვნებისა, – ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა შეკითხვას, მიანიჭებს თუ არა აშშ ლტოლვილის სტატუსს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან.

„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ რუსეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და რუსი ხალხის ქმედებებს, რომელთაგან ბევრი ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ვხედავთ, რომ ბოლო ორიოდე დღის განმავლობაში რუსეთში პროტესტი გრძელდება. ასე რომ, ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისგან, განურჩევლად მისი ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ის მიმართოს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და მისი განაცხადი ინდივიდუალური წესით განიხილება. ასე ვხედავთ ჩვენ ჩვენს როლს ამაში“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.