თეთრი სახლის იურისტები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურებს კონსტიტუციის შეურაცხყოფას უწოდებენ
თეთრი სახლის იურისტები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურებს კონსტიტუციის შეურაცხყოფას უწოდებენ

თეთრი სახლის იურისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურებს კონსტიტუციის შეურაცხყოფა უწოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტების გუნდმა აშშ-ის კონგრესის სენატს 171-გვერდიანი მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებებისა და იმპიჩმენტის წინააღმდეგ არგუმენტებია წარმოდგენილი.

„თვით მუხლები და ფალსიფიცირებული პროცესი, რამაც გამოიწვია ეს, არის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების თავხედური პოლიტიკა, რომელიც უარყოფილ უნდა იქნას“, – აღნიშნულია მემორანდუმში.

ტრამპის ადმინისტრაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ დემოკრატების პროცესმა „დაარღვია ყველა პრეცედენტი და სამართლიანობის ყველა პრინციპი“, რასაც იმპიჩმენტის პროცედურები მოჰყვა და ეს არის კონსტიტუციის საშიში დარღვევა.

წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის საქმე სენატს გასულ კვირას გადასცა. პროცესს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უხელმძღვანელებს, ნაფიც მსაჯულთა როლს კი სენატორები შეასრულებენ. ბრალდების მხარეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი უხელმძღვანელებს.

სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ 21 იანვარს დაიწყება.