თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა მოსაზრება, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს სანდო გეგმის გარეშე
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა მოსაზრება, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს სანდო გეგმის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა მიმდინარე ომი და მძევლების გათავისუფლების საკითხები განიხილეს. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სიხშირის გაზრდის საკითხი.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთო მიზანი, „ჰამასის“ დამარცხების ხილვა და ისრაელისა და მისი ხალხის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა გაიმეორა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს სანდო გეგმის გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოება, რომლებიც ქალაქში აფარებენ თავს.

ამასთან, როგორც თეთრი სახლი იუწყება, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე.