თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს უმასპინძლებს

00:22, 21.02.2025

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს უმასპინძლებს.

მაკრონი დონალდ ტრამპს 24 თებერვალს შეხვდება, ხოლო კირ სტარმერი 26 თებერვალს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაბინეტის პირველ სხდომას მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს გამართავს.

„გვინდა, სიამაყით გამოვაცხადოთ, რომ პრეზიდენტი მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს თეთრ სახლში კაბინეტის პირველ ოფიციალურ სხდომას გამართავს“, – განაცხადა ლივიტმა.

მსგავსი