თეთრი სახლის ერთ-ერთი მრჩეველი კელიენ კონვეი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აგვისტო ბოლოს დატოვებს
თეთრი სახლის ერთ-ერთი მრჩეველი კელიენ კონვეი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აგვისტო ბოლოს დატოვებს

თეთრი სახლის ერთ-ერთი მრჩეველი კელიენ კონვეი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აგვისტო ბოლოს დატოვებს. კონვეიმ თეთრი სახლიდან წასვლის მიზეზად ოჯახისთვის მეტი ყურადღების დათმობას სურვილი დაასახელა.

კონვეი აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მესამე მენეჯერი იყო. „როიტერი“ წერს, რომ კონვეი დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მხარდამჭერად ითვლება.