თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაითხოვა ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე იყვნენ დაკითხული
WASHINGTON, DC - MARCH 22: The United States flag flies over the White House shortly after special counsel Robert Mueller delivered his report on Russian interference in the 2016 election to the Justice Department March 22, 2019 in Washington, DC. According to early reports, Mueller did not recommend any additional indictments. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამართლების შემდეგ, თეთრის სახლის ადმინისტრაციამ ორი მაღალჩინოსანი სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიის ცნობით, გათავისუფლებული არიან უკრაინის საკითხებში ექსპერტი თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოში პოლკოვნიკი ალექსანდერ ვინდმანი და ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი. აღნიშნული პირები დაიკითხნენ იმპიჩმენტის პროცესზე.
ვინდმანმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ გაუჭირდა იმის დაჯერება, რაც დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრისას მოისმინა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოდან დაითხოვეს ვინდმანის ტყუპისცალი ძმა ევგენი ვინდმანი, რომელიც იქ იურისტად მუშაობდა.
რაც შეეხება სონდლანდს, დაკითხვისას მან აღნიშნა, რომ მიჰყვებოდა ტრამპის განკარგულებას, როდესაც უკრაინელ მაღალჩინოსნებზე ზეწოლას ახორციელებდა გამოძიების წარმოებისთვის.