თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

თეთრ სახლთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სააგენტო „როიტერსისცნობით, მომიტინგეებმა ძეგლს თოკები გამოაბეს და მის ჩამოგდებას ამ გზით შეეცადნენ.

მოგვიანებით ადგილზე გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც დემონსტრანტებს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ძეგლის ჩამოგდების მცდელობას ვანდალიზმი უწოდა.

„უამრავი ადამიანი დააკავეს სამარცხვინო ვანდალიზმისთვის ვაშინგტონში, ლაფაეტის პარკში, ენდრიუ ჯექსონის შესანიშნავ ძეგლთან. ფრთხილად იყავით! ძეგლთა დაცვის კანონი 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დატოვე კომენტარი