თეთრ სახლში ანტისადოპინგო სამიტი გაიმართა
თეთრ სახლში ანტისადოპინგო სამიტი გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში, საგანგებო ანტისადოპინგო სამიტი შედგა. სამიტის ჩატარება იყო პასუხი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, აღედგინა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილება.

სამიტს ესწრებოდნენ აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე სპორტსმენთა ჯგუფი, რომლებიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში რადიკალური გარდაქმნების მოთხოვნით გამოვიდნენ. სპორტსმენების შორის იყვნენ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონები – მძლეოსნები ჩილ უორნერსი, ალისია მონტანო და ემა ქობერნი, ბიატლონისტი სებასტიან სამუელსონი, ველომრბოლი კალუმ სკინერი, სკელეტონისტი კატი ულენდერი, მოცურავე ლილი კინგი, მოთხილამურე ბეკი სკოტი და მოფარიკავე კლაუდია ბოკელი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელია.

“ჩვენ არ გვინდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შეცვლა. ჩვენ გვინდა მისი რადიკალური გარდაქმნა და გაუმჯობესება, მისი პოტენციალის გამოყენება. ჩვენ გვინდა, რომ სააგენტო იყოს გლობალური რეგულატორი საზოგადოებასა და სპორტსმენთან თანამეგობრობას შორის”, – წერია ლეგენდარული მძლეოსნის ედვინ მოზესის განცხადებაში.

სამიტზე გამოვიდა რუსი მორბენალი იულია სტეპანოვა, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი იყო.

„ასე მგონია, რომ მე და ჩემი მეუღლე ვებრძვით არა მხოლოდ დოპინგს არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სააგენტო არ მისდევს საკუთარ წესებს, არადა, სპორტსმენებისგან სწორედ წესების დაცვას ითხოვს“, – განაცხადა სტეპანოვამ.

გარდა ამისა, მორბენალმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თავის დროზე დოპინგს იღებდა და აღიარა, რომ აკრძალულმა პრეპარატებმა ნეგატიურად იმოქმედეს მის ჯანმრთელობაზე. სამიტის სხვა მონაწილეები ოვაციით შეხვდნენ მის გამოსვლას. გერმანელმა მოფარიკავემ კლაუდია ბოკელმა მხარი დაუჭირა სტეპანოვას. „ეს ჩვენ უნდა მოვუხადოთ მას ბოდიში გაუმართავი ანტისადოპინგო სისტემის გამო“, – თქვა მან.

2014 წელს, იულია სტეპანოვა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან ვიტალი სტეპანოვთან ერთად მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი გახდა. ამ წყვილის ჩვენებების საფუძველზე დაიწყო გამოიება, რომლის შედეგების მიხედვით, რუსი სპორტსმენების დიდი ნაწილი (მძლეოსნობის მთელი ნაკრები) არ დაუშვეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე. თავად სტეპანოვამ 2013-15 წლებში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.