თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთისთვის ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთისთვის ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთისთვის ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები არა 125 პროცენტს, არამედ 145 პროცენტს შეადგენს.

ტრამპის მიერ გამოცხადებულ 125-პროცენტიან ტარიფში არ შედიოდა მანამდე დაწესებული 20-პროცენტიანი ტარიფი, ამიტომ, ჯამში, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145 პროცენტს შეადგენს.