თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან მხარეები ახლა იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან მხარეები ახლა იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის ხვალ პრეზიდენტ პუტინს გაესაუბერება. მე არ გავუსწრებ წინ ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს სამშვიდობო შეთანხმებასთან, როგორც ამ მომენტში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლივიტმა არ ისაუბრა პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ, რომელიც ხვალაა დაგეგმილი, თუმცა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თანამშრომლობენ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის გუნდთან“.