თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის

რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში გააღრმავებს ანარქიას ღაზაში და ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული მხარის გუნდი შეიკრიბებოდა ვაშინგტონში ამ საკითხის განსახილველად.

„ჩვენ გვქონდა მრავალი დისკუსია სხვადასხვა დონეზე, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს დაზვერვას, ჩვენს დიპლომატებსა თუ ჰუმანიტარულ ექსპერტებს შორის, მაგრამ ჯერ არ გვქონია შესაძლებლობა, გვქონოდა ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული, სტრატეგიული დისკუსია“, – განაცხადა სალივანმა.

სალივანის თქმით, შეხვედრა შეიძლება შედგეს ამ კვირაში ან მომავალ კვირას და მოლაპარაკებებამდე რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყება.