თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოამზადეს რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია, რომელთაც სანქციები ემუქრებათ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოამზადეს რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია, რომელთაც სანქციები ემუქრებათ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც შესაძლოა, დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, უკრაინაზე პოტენციური რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებისას ან თანამონაწილეობენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებში.

ამ პირებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ მიაყენებს ზიანს.

დავამატებ, რომ ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთის დაზიანება ყველა მხრიდან მოხდეს“, – განაცხადა ფსაკიმ.