თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კატეგორიულად უარყოფს

09:33, 18.10.2023

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კატეგორიულად უარყოფს.

„ისრაელელებმა კატეგორიულად და ძალიან მკაცრად უარყვეს, რომ მათ რამე კავშირი ჰქონდათ ამასთან“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რამე სახის პირველადი მონაცემი, თუ ვინ დაესხა თავს საავადმყოფოს, კირბიმ უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

მსგავსი