თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოხატა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებთან პალესტინის აღიარების გეგმებთან დაკავშირებით
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოხატა საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ლიდერებთან პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმებთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს „ჰამასის“ დაჯილდოვებაა იმ დროს, როდესაც „ჰამასი“ ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას. პრეზიდენტს სურს ყველა მძევლის გათავისუფლება. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლივიტი.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან ტარიფების საკითხზე შეთანხმება „ძალიან რთული“ იქნება მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.