თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები არსებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს, – შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირაა, იზრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვა პირველად 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესა. გასულ კვირაში კი აშშ-მა საზღვარი ჩაკეტა მექსიკასთან და კანადასთან.