დასრულდა წინასასეზონო ტესტების პირველი სერია „ფორმულა 1“-ში. ბოლო, მეოთხე დღეს, ბევრი პილოტი ტრასაზე გადიოდა ყველაზე რბილი საბურავებით მოკლე სერიების შესასრულებლად. სწორედ ამ დროს დაფიქსირებული შედეგები აღმოჩნდა საბოლოო ოქმის ზედა ნაწილში.
ლუის ჰემილტონმა და დანიელ რიკარდომ დილით გაიარეს წრე C4 საბურავებით და „რენოს“ პილოტი უფრო სწრაფი აღმოჩნდა. შემდეგ ისინი C5-ზე გადავიდნენ – რიკარდომ შეძლო მომატება, ლუისმა – არა. დღისით, მათი თანაგუნდელები – ვალტერი ბოტასი და ნიკო ჰიულკენბერგი ასევე C5 საბურავებით გამოვიდნენ – და კვლავ „რენოს“ პილოტი აღმოჩნდა წინ, თან მთელი დღის საუკეთესო დრო აჩვენა – 1.17,393.
მომდევნო კვირას, გუნდები სამშაბათს დაიწყებენ ოთხდღიან მორიგ სერიას.
მეოთხე დღის შედეგები:
1. ჰიულკენბერგი (რენო) – 1:17.393 (24 წრე)
2. ელბონი (ტორო როსო) – +0.244 (136)
3. რიკარდო (რენო) – +0.392 (34)
4. ბოტასი (მერსედესი) – +0.464 (57)
5. ჰემილტონი (მერსედესი) – +0.584 (58)
6. ლეკლერი (ფერარი) – +0.653 (138)
7. ნორისი (მაკლარენი) – +1.038 (132)
8. ჯოვინაცი (ალფა რომეო) – +1.118 (154)
9. გროსჟანი (ჰაასი) – +1.170 (64)
10. მაგნუსენი (ჰაასი) – +1.327 (66)
11. გასლი (რედ ბული) – +1.387 (146)
12. სტროლი (რეისინგ პოინტი) – +2.271 (72)
13. რასელი (უილიამსი) – +3.604 (17)
14. კუბიცა (უილიამსი) – +4.149 (48)