ტერიმ, შესაძლოა, „ნიუკასლი“ ჩაიბაროს
ტერიმ, შესაძლოა, „ნიუკასლი“ ჩაიბაროს

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი, შესაძლოა, „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას „გარდიანი“ (The Guardian) ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულში კაჭკაჭები რაფაელ ბენიტესმა დატოვა და ამ დროისთვის კლუბის დამრიგებლის თანამდებობა ვაკანტურია. ტერის დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გააჩნია. იგი 2018 წლიდან, საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ, „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში (1998-დან 2017-მდე) „ჩელსიში“ ასპარეზობდა.