ტერი როზიერმა „ნიუ-იორკს“ და „ფინიქსს“ უარი უთხრა
ტერი როზიერმა „ნიუ-იორკს“ და „ფინიქსს“ უარი უთხრა

მას შემდეგ, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სატრანსფერო სეზონი გაიხსნა, ტერი როზიერის შეძენით ერთდროულად ორი გუნდი დაინტერესდა.

„ბოსტონის“ გამთამაშებლის საკუთარ გუნდში ხილვა „ნიუ იორკ ნიქსსა“ და „ფინიქს სანსს“ სურდათ, თუმცა კალათბურთელმა ორივე წინადადებაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი როზიერმა „შარლოტში“ გადასვლა დაასახელა.

როზიერმა „ბლიჩერ რეპორტთან“ საუბრისას დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ისურვა „ჰორნეტსში“ გადასვლა და ეს მთავარი მიზეზი გუნდის მფლობელი მაიკლ ჯორდანი გამოდგა.

შედეგად, როზიერმა ახალი სამწლიანი კონტრაქტი „შარლოტთან“ გააფორმა. ამ პერიოდის მანძილზე გამთამაშებელი $58 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

დატოვე კომენტარი