ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის საშობაო დასვენება დროზე ადრე შეწყდება
ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის საშობაო დასვენება დროზე ადრე შეწყდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის საშობაო დასვენება დროზე ადრე შეწყდება. პრემიერი 2 იანვარს ბრექსიტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების განხილვა ბრიტანეთის პარლამენტში 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პრემიერის მოთხოვნით გადაიდო.

მიღწეულ შეთანხმებას ოპონენტები ჰყავს არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ თავად ტერეზა მეის კონსერვატიულ პარტიაშიც. ისინი თვლიან, რომ  შეთანხმებაში არ არის საკმარისი ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.