ტერეზა მეიმ სირიაზე ავიაიერიშების შესახებ საკუთარი პოზიცია პარლამენტის წინაშე დაიცვა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიაში განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ საკუთარი პოზიცია დაიცვა. პარლამენტში, რომელიც ტერეზა მეის გადაწყვეტილების მათ გარეშე მიღებას ედავება, პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს საშუალება მისცა, მისთვის კითხვები დაესვათ და ანგარიში მოეთხოვათ.
კითხვაზე, გასცემს თუ არა ის ბრძანებას კიდევ ერთი შეტევის განხორციელებისთვის, თუ ქიმიურ იარაღს მიაგნებენ, მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიზანია, მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ქიმიური იარაღის გამოყენება.
ოპოზიციონერმა ლეიბორისტმა ჯერემი კორბინმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ მეი უბრალოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებას დაემორჩილა, როცა იერიშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
მეიმ თავი აარიდა პასუხს იმის შესახებ, გაივლის თუ არა სამომავლოდ კონსულტაციებს პარლამენტთან სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით.