ტერეზა მეი სირიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს
ტერეზა მეი სირიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სირიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ დეპუტატების კითხვებს დღეს უპასუხებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მეის პარლამენტთან უნდა გაევლო კონსულტაციები, ვიდრე აშშ-თან და საფრანგეთთან ერთად სირიაზე დარტყმებს განახორციელებდა.

ლეიბორისტები შესაბამისი კანონის გამკაცრებას ითხოვენ, რათა სამომავლოდ სამხედრო ინტერვენცია მხოლოდ პარლამენტთან შეთანხმებით იყოს შესაძლებელი.
დეპუტატების კითხვებზე პასუხამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თემთა პალატაში სიტყვით გამოვა.

მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სირიაზე დარტყმები ლეგალური და სამართლიანი იყო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბრიტანულმა ავიაციამ სირიის მიმართულებით სულ რვა რაკეტა გაუშვა. მათი სამიზნე ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო, სადაც ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს ინახავდა.