ტერეზა მეი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება
ტერეზა მეი ბრიუსელში  ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხვალ ბრიუსელში ჩავა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან შეხვედრაა დაგეგმილი. ინფორმაციას ევროკომისიის წარმომადგენელი მარგარიტა სჰინასი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ბრიუსელში იმყოფებოდა ბრიტანეთის ბრექსიტის მინისტრი. მარტინ კალანანს უკვე გააცნეს ევროკავშირის პოზიცია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკების პროცესის განახლება და შეთანხმების გადახედვა არ მოხდება“,- განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარგარიტა სჰინასმა.