ტერეზა მეი - ბრიტანეთს ჯერ კიდევ შეუძლია, ევროკავშირი კარგი შეთანხმებით დატოვოს
ტერეზა მეი - ბრიტანეთს ჯერ კიდევ შეუძლია, ევროკავშირი კარგი შეთანხმებით დატოვოს

ბრიტანეთს ჯერ კიდევ შეუძლია, ევროკავშირი კარგი შეთანხმებით დატოვოს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტერეზა მეის თქმით, კენჭისყრაზე დეპუტატებს რთული არჩევანი ელით წინ, თავად კი, ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას მხარს არ დაუჭერს.

„შესაძლოა, არ მაქვს ჩემი ხმა, მაგრამ მე ქვეყნის ხმა მესმის“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმა გადაწყვეტილად უარყოფილია და მან კურსი უნდა შეცვალოს.

ბრიტანეთის პარლამენტში 12 მარტს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეპუტატებმა ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირში ამბობენ, რომ ბრიტანეთმა თავის მოქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, შეთანხმებაში კი, ცვლილებები აღარ განხორციელდება.

დატოვე კომენტარი