ტერეზა მეი ბრექსიტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვა
ტერეზა მეი ბრექსიტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვა. გავრცელებული ვერსიით, პრემიერი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ის არ ეთანხმება ქვეყანაში ბრექსიტის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების იდეას. ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.

ბრიტანული მედია რამდენიმე დღეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერეზა მეის პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს განმეორებითი რეფერედუმის ჩატარების შესახებ.

ტერეზა მეი პარლამენტში სიტყვით ბოლოს გასულ კვირას ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გამოვიდა.