ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ვადებს არ გააუქმებს
ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ვადებს არ გააუქმებს

ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ვადებს არ გააუქმებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, თემთა პალატაში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. ტერეზა მეის თქმით, არსებობს ორი გზა, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ ჩაიშალოს.

პირველი შეთანხმების მხარდაჭერაა, მეორე კი, 50-ე მუხლის გაუქმება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მეორე გზას არ აირჩევს.

პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირი ბრექსიტისგან ზიანის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ახალ წინადადებებს ელის.

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ყველა სცენარისთვის მოემზადა და მათ შრის იგულისხმება ბრიტანეთ-ევროკავშირის შეთანხმების ჩაშლაც.