ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადავადება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის
ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადავადება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადავადება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვერ იქნება. BBC-ს ცნობით, ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში დებატების დროს განაცხადა.

„გადაწყვეტილება უცვლელი რჩება – შეთანხმება შეთანხმების გარეშე ან არანაირი ბრექსიტი, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ტერეზა მეის მთავრობის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.