ტერაშვილი და კაპანაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორი ქართველი – გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებენ.

კაპანაძემ მეოთხედფინალში ტაჯიკი მასუდი დაამარცხდა, ხოლო ტერაშვილმა ნახევარფინალში გასასვლელად მაროკოელ დოუკჰალს სძლია.

კაპანაძე ნახევარფინალში იაპონელ ტანაკას შეხვდება, ტერაშვილი კი უნგრელ ზეგედის დაუპირისპირდება.